გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო - Palitra News

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა დაგმო

2022-10-13 08:59:49+04:00

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლის დაბლოკვას რუსეთი ცდილობდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარზე, დმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მადლობა ტვიტერზე გადაუხადა.

"მადლობას ვუხდი 143 სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიულ რეზოლუციას „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, თავისუფალი ქვეყნები არასდროს აღიარებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას.