მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია LVMH-ს (Moet Hennessy Louis Vuitton SA-ს) გაყიდვები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 27%-ით გაიზარდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, მისმა შემოსავლებმა ივლის-სექტემბერში 19,76 მლრდ ევრო შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15,51 მლრდ ევრო ჰქონდა. კომპანიის ორგანული გაყიდვები 19%-ით არის გაზრდილი.
სულ მიმდინარე წლის 9 თვეში კი LVMH-ის შემოსავლები გაზრდილია 28%-ით 56,5 მლრდ ევრომდე.