მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინურმა კომპანიამ Lenovo პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებში ლიდერობა შეინარჩუნა. ამის შესახებ მოწმობს კვლევითი ორგანიზაცია International Data Corporation (IDC)-ის მიერ გავრცელებული ანგარიში.
ანგარიშის მიხედვით, ივლის-სექტემბერში ჩინურმა ბრენდმა 16,88 მლნ პერსონალური კომპიუტერი გაყიდა და გლობალურ ბაზარზე მისმა წილმა 22,7% შეადგინა. მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, როდესაც კომპანიამ 20,12 მლნ ერთეული კომპიუტერი გაყიდა.
რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ HP და Dell, მათზე მოდის გაყიდვების 17,1 და 16,1 პროცენტიანი წილი.
IDC-ის შეფასებით, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ჯამური მაჩვენებელი ივლის-სექტემბერში 74,2 მლნ ცალი იყო, რაც 15%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, შეკვეთების ძირითადი ნაწილი მოდის კორპორაციულ შეკვეთებზე.