რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია გაზის ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან შავი ზღვისკენ გადაამისამართოს და თურქეთში ევროპული გაზის მთავარი კერა შეიქმნას. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში, თუმცა რუსეთი არ მიაწოდებს რესურსებს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდავენ მათ ფასებს.