თბილისში „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი ისანში გაიხსნა. კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით ახალი რესტორნების გახსნას აგრძელებს. რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ დირექტორი თენგიზ კაპანაძე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. ახალი რესტორანი ისანში, „ისანი მოლთან“ განთავსდა და „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. უახლოეს პერიოდში „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.