ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღეს და ხვალ უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში იკრიბებიან, მაშინ, როდესაც თებერვლის შემდეგ ომი ყველაზე აქტიურ ფაზაში გადავიდა. მისივე თქმით, რუსეთს ათობით ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.