გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია რეზოლუციის მისაღებად ემზადება, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსია უნდა დაგმოს. საქართველო ამ რეზოლუციის თანასპონსორია. დოკუმენტი უშიშროების საბჭოზე უნდა მიეღოთ, თუმცა მოსკოვმა მას ვეტო დაადო. დასავლეთის ქვეყნებმა რეზოლუცია დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეაზე გადაიტანეს, სადაც ვეტოს უფლება არავის აქვს. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა დღეს პრესკონფერენცია მოიწვია და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რას ნიშნავს ამ რეზოლუციის მიღება.