საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძეც ესწრებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.