საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ესტუმრა - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კონსტანცაში პორტს ესტუმრა

2022-10-12 15:16:41+04:00

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ.