იაპონურმა Nissan-მა რუსეთში ავტომობილების ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის საწარმოს, კვლევით ცენტრსა და ფილიალებს 1 მილიარდ დოლარად რუსული სახელმწიფო კომპანია NAMI ყიდულობს.
ცნობისთვის, NAMI პრემიუმ-კლასის ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ლიმუზინი სწორედ ამ კომპანიის მიერაა დამზადებული. იაპონური მხარის განმარტებით, მილიარდ დოლარად გაყიდვით, კომპანია 687-მილიონი დოლარის ზარალს მიიღებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ Nissan-ს აქტივების გაყიდვა რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით უფრო იაფად უწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ გარიგება ექვსი წლის ვადაში აქტივების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც არაა გამორიცხული, რომ Nissan-მა მომავალში გამოიყენოს.