Pegasus-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებას ამატებს - Palitra News

Pegasus-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებას ამატებს

2022-10-12 13:08:57+04:00

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებას ამატებს. კერძოდ, 2 ნოემბრიდან ავიაკომანია ანკარის მიმართულებითაც იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფრენების განრიგით, ავიაკომპანია თბილისის აეროპორტიდან ანტალიის, იზმირისა და სტამბოლის მიმართულებით დაფრინავს.

Pegasus-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 5 სიხშირით ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს.