საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის და გაქირავების ფასები ზრდას განაგრძობს. ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია - მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა.
რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, "თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, კომერციული უძრავი ქონების სექტორში ქირის ფასი, წელს, 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს. ეს ტენდენცია იკვეთება როგორც სავაჭრო, ისე საოფისე ფართების სეგმენტში.
ამავე კვლევის მიხედვით, მიგრანტების 75% თბილისში დასახლდა. ოჯახები საშუალოდ 3 ადამიანისაგან შედგება.