რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, მძიმედ დაშავდნენ დედა და 6 წლის შვილი - Palitra News

რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, მძიმედ დაშავდნენ დედა და 6 წლის შვილი

2022-10-12 12:45:45+04:00

რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ესროლეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, მძიმედ დაშავდა.

„რუსებმა შვიდჯერ გაუხსნეს ცეცხლი ნიკოპოლს „გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით. მათ 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. ერთ-ერთი კერძო სახლს მოხვდა, 6 წლის გოგონა და მისი დედა დაშავდნენ. ისინი, კიდევ ერთ დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, ქალაქში ოცდაათზე მეტი მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, ორი საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზიები და სხვა შენობები დაზიანდა.