უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი, მეექვსე შეხვედრა დღეს გაიმართება.
„რამშტაინის“ ფორმატის დღევანდელი შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რომ მას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი უმასპინძლებენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინა პარტნიორებისგან ელის პროგრესს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში.
"რამშტაინის ფორმატში გაიმართება დისკუსია უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის შესახებ. ველი პარტნიორებისგან პროგრესს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხზე, შეთანხმებებს ჩვენთვის საჭირო სხვა იარაღისა და საბრძოლო მასალის ახალი მიწოდების შესახებ", - აღნიშნა ზელენსკიმ.