საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2024 ის შესარჩევ ეტაპს იწყებს, სადაც ჩვენი მეტოქეები შვეიცარია უნგრეთი და ლიეტუვა არიან. ჯგუფის პირველ შეხვედრას კი დღეს, სტრუმრად ქალაქ ბერნში, თბილისის დროით 20:00 საათზე შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ. საქართველოს ნაკრები სწორედ შვეიცარიაში გადიოდა მოსამზადებელ ეტაპს. ტიტე კალანდაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცია, აღნიშნული შეხვედრისთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გამოიძახა, საიდანაც 11 მოთამაშე ლეგიონერია.
ევრო 2024 10იანვრიდან 28 იანვრამდე გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, საიდანაც 20 გუნდი შესარჩევი ეტაპიდან მოხვდება, სადაც 8 ჯგუფია თითოეულში კი 4-4 ნაკრებია. პირველ მეორე ადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ ევროპოს ჩემპიონატის საგზურს, ხოლო დანარჩენ ადგილს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაიკავებს. მათ ასევე დაემატებათ მასპინძელი გერმანია და გასული ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი შვედეთი ესპანეთი და დანია.
საქართველო შემდეგ შეხვედრას 16 ოქტომბერს თბილისში უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.