საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. პრეზიდენტს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა უმასპინძლა და ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელსა და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ "ქართულ ოთახში" საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.