მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კომპრომისი და ერთიანობა სჭირდება - ნათია მეზვრიშვილი - Palitra News

მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კომპრომისი და ერთიანობა სჭირდება - ნათია მეზვრიშვილი

2022-10-12 08:58:20+04:00

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ოპოზიციის სისუსტეები შესამჩნევია და ერთიანობა სჭირდებათ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილიც იზიარებს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კომპრომისი და ერთიანობა სჭირდება.