საფრანგეთი 100 მლრდ ევროს დახარჯავს ინფლაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ 2021-2023 წლებში. BFMTV-ს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის ნაციონალურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებით მთავრობამ საფრანგეთში ელექტროენერგისა და გაზის ფასებზე სატარიფო ფარი დაადგინა. მინისტრის თქმით, შედეგად საფრანგეთს აქვს ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე ევროზონაში.
BFMTV აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ფასების ზრდის დონემ ოდნავ დაიკლო და 6,2% შეადგინა, მაშინ როცა ევროზონის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია.