ალჟირს განახლებადი ენერგიის ჭარბი რესურსი აქვს, რომლის საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში, ექსპორტირება შეუძლია. ამის შესახებ ალჟირში ჩატარებულ ყოველწლიურ ფორუმზე „ალჟირი-ევროკავშირის ენერგეტიკული დიალოგი“-ს შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განცხადა.
მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის ჭარბი რესურსი ალჟირს საშუალებას მისცემს გახდეს მსოფლიოს ლიდერი სუფთა ენერგიის წარმოებაში.
ევროკომისარის განცხადებით, ევროკავშირი და ალჟირი უკვე მუშაობენ ერთად განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე პროექტ „ტაკა ნაზიფის“ (არაბულიდან ნიშნავს სუფტა ენერგიას) ფარგლებში.