სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტები აუქციონზე ფასდაკლებით იყიდება, მათ შორის ფასები თბილისში - 25%-ით და რეგიონებში კი - 50%-ით არის შემცირებული.
ცნობისთვის, ელექტრონული აუქციონები 19 ოქტომბერს დასრულდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის სასოფლო-სამეურნეო და არა სასოფლო-სამეურნეო მიწები, სახელმწიფო საწარმოები და რეგიონებში მდებარე საინვესტიციოდ მიმზიდველი სხვა სახელმწიფო ქონება.