ბრიტანეთის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება. ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელ ჯერემი ფლემინგის განცხადებით, რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა, შორს არის და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა.