ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი უფლებადამცველი საუბრობს. ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტემპერატურა აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.
როგორც ვალერი გელბახიანმა „ვივამედის” კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განმარტა, სამხარაულის ექსპერტიზის მიერ საავადმყოფოდან სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე ყველა დოკუმენტი გამოთხოვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არის დანიშნული.