თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე მაყურებლისა და მიწვეული სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და შემოქმედებითი ჯგუფები.
საიუბილეო ღონისძიებაზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ძველი და ახალი თაობის ცნობილმა მომღერლებმა და ინსტრუმენტალისტებმა.