პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი 28 ობიექტიდან 9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა - Palitra News

პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი 28 ობიექტიდან 9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

2022-10-11 09:26:09+04:00

თბილისსა და რეგიონებში პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი 28 ობიექტიდან 9 საწარმოში, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. დალუქულია დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.