დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მისი პარტია დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეთანხმების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
როგორც მანჯგალაძე განმარტავს, ოლიგარქიის წინაპირობა სიმდიდრიდან გამომდინარე ხელისუფლების შტოებზე გავლენის მოხდენაა, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. მის აზრს იზიარებს ხათუნა სამნიძეც.
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კიდევ ერთ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი კონკრეტული კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს.