ელექტროფიცირებული ავტომობილები გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ამას მოწმობს 2022 წლის პირველი ნახევრის გაყიდვების შესახებ გავრცელებული ოფიციალური მონაცემები.
პორტალ EV volumes-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4,3 მლნ ელექტრომობილი და ჰირბიდია გაყიდული, რაც 62%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, ზრდის დრაივერია ჩინეთი, სადაც 113%-იანი მატება დაფიქსირდა. აშშ-სა და კანადაში გაყიდვები 49%-ით, ხოლო ევროპაში მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, რის მიზეზად ანალიტიკოსები უკრაინის კრიზისსა და მაკომპლექტებლების დეფიციტის ასახელებენ.
ექსპერტების პროგნოზით, 2022 წელს ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვები 10.6 მლნ იქნება, რაც ერთნახევარჯერ მეტი (57%) იქნება წინა წლის მაჩვენებელზე.