შარლ მიშელი - რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კიევსა და სხვა ქალაქებზე, კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს - Palitra News

შარლ მიშელი - რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კიევსა და სხვა ქალაქებზე, კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს

2022-10-10 20:31:37+04:00

რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კიევსა და სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს განურჩეველი თავდასხმები ომის დანაშაულია.

„უკრაინის მხარდაჭერის ერთგულება და რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება - ჩვენ ამ საკითხებს „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან განვიხილავთ“, - აღნიშნა მიშელმა.