საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 სტრატეგიისა და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-თან და შეესაბამება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას.