ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ქმედებას უმკაცრესად გმობს.
„შოკირებული ვარ რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმებით. ასეთი ქმედებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. მე ამ ქმედებებს უმკაცრესად ვგმობ“, - წერს ბორელი.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.
„უკრაინის გვერდით ვდგავართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.