აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულად იზრდება. 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 48 მლრდ ლარს მიაღწია. ეს კი 49%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება სექტორის ლიდერ კომპანიას, ეს “აჭარაბეთია”. გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 381 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 113 მილიონით მეტია. ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგება. კერძოდ, თუ 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება 85 მილიონი ლარი იყო, გასულ წელს ის 147 მილიონამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან საქართველოში თითქმის მილიონ-ნახევარ ადამიანს აზარტული თამაშები აეკრძალა. საუბარია 18-დან 24 წლის ჩათვლით პირებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებზე. ასევე განისაზღვრა ნორმები, რომლებსაც ამ პირებისთვის ხელი უნდა შეეშალა, უცხოურ აზარტულ პლატფორმებზე გადასულიყვნენ.
თუმცა, როგორც აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებაა საჭირო, რათა საქართველოდან ასობით მილიონი ლარის უცხოურ სისტემებში გადინება არ მოხდეს.
რაც შეეხებათ ექსპერტებს, მათი შეფასებით, მდგომარეობა რაც აზარტული თამაშების სექტორშია, არის ქართული ეკონომიკის სახე.
უფრო კონკრეტულად, რა მდგომარეობაა დღეს აზარტული თამაშების სექტორში და რამდენად შეცვალა ვითარება რეგულაციების ამოქმდებამ - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომისტი ზურა კუკულაძე