ბელარუსი ქათმის, კვერცხისა და რძის პროდუქტების ექსპორტს დროებით კრძალავს. პირველ ეტაპზე პროდუქციის გატანა აიკრძალება რუსეთში, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ ეტაპზე ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შეჩერდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპორტის აკრძალვის მთავარი მიზეზებია ადგილობრივ ბაზარზე ფასების რეგულირება და ასევე შიდა ბაზრის პროდუქციის საჭირო რაოდენობით მომარაგებაა.
რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებსაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს ბელარუსისგან, ესენია - რძე და ნაღები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, ეთილის სპირტი და ტრაქტორები.