ბათუმში ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა. ქალაქში, სადაც 35 დატვირთული გზაჯვარედინია,მანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდილი რაოდენობის გამო, ხშირად საცობი იქმნება. აქედან რვა გზაჯვარედინზე ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა, რაც მოძრაობის უკეთ დარეგულირებას და საცობის შემცირებას ემსახურება. ჭკვიანი შუქნიშნები აღჭურვილია ეკო-ნათურებითა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით, რაც ფუნქციების დამატების შესაძლებლობას იძლევა.
მაგალითად, მომავალში, ჭკვიანი შუქნიშანი შეძლებს პრიორიტეტული ტრანსპორტის იდენტიფიცირებას და მისთვის თავისუფალი და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობის მინიჭებას.