2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 31.5 პროცენტით გაიზარდა - Palitra News

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 31.5 პროცენტით გაიზარდა

2022-10-10 13:11:40+04:00

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით კი, 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 აზარტული თამაშებისაა.

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების სათავეში შპს სოკარ ჯორჯია გაზია - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯიას საკუთრებაა, რომელის წილის 75.5% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მფლობელობაშია. 16% არაბთა გაერთიანებულ საამიროში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის.

მეორე პოზიციაზე შპს კავკასიის ავტოიმპორტია - წილის 34.8% აშშ-ისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეს გიორგი სურგულაძეს ეკუთვნის.

მესამე ადგილზ კი ყველაზე დიდი ბრუნვით, შპს ჯორჯიან მანგანეზია - წილის 100%-ს ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი ფლობს.

შემდეგ მოდის შპს "ბეთლაივი“.