საქსტატმა დღეს 2021 წლის საშუალო ხელფასის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,191 ლარიდან 1,304 ლარამდე გაიზარდა. 2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
ამასთან, ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055 ლარით, ხოლო კაცების - 1 537 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. საქსტატმა დღესვე მედიანური ხელფასების ანგარიშიც გამოაქვეყნა. მედიანური ხელფასი ასახავს ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს.
უწყების ცნობით, ამჟამად ქვეყანაში მედიანური ხელფასი 900 ლარს შეადგენს.