უკრაინის შსს - კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

უკრაინის შსს - კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა

2022-10-10 13:04:26+04:00

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, როსტისლავ სმირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, 6 ავტომობილს - ხანძარი გაუჩნდა, საერთო ჯამში, 15-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა“, - აცხადებს სმირნოვი.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული რაკეტები ქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში, ასევე სოლომენსკის რაიონში სხვადასხვა ობიექტებს მოხვდა.

დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები სამართალდამცველებმა გადაკეტეს, სამაშველო სამსახურები მუშაობენ.