ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გერმანიაში ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი იქნებიან. ჯგუფი არც თუ ისე მარტივია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნაკრებებიდან საქართველოს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი არცერთთან აქვს. თუმცა ვილი სანიოლის ნაკრებს ახლა საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს, ისინი ზედიზედ 11 შეხვედრაა არ დამარცხებულან, გახდნენ ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულები და მოიპოვეს ნახევარფინალში სახლში თამაშის უფლება.
ცალკე ინტრიგას წარმოადგენს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის წინააღმდეგ თამაში, ამ მომენტში კვიპროსელებს კარგი დრო ნამდვილად არ უდგათ, თუმცა ქეცბაიას მისვლის შემდეგ თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯებესეს და ერთა ლიგაზე ჯგუფის ლიდერის საბერძნეთის დამარცხებაც მოახერხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა კენჭისყრის შედეგები შეაფასა: ფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით.მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია “