პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ზედმეტად ცინიკურად ჟღერს რუსეთისთვისაც კი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერში“ წერს.
„24 საათზე ნაკლები დროის წინ რუსული თვითმფრინავები 12 რაკეტით დაარტყეს ზაპორიჟიეს საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის ვინ არის”, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფეთქება ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.