მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედში" ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოინახულა. მისი განცხადებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, აღენიშნება მაღალი წნევა და ტემპერატურა.ადვოკატი იმედოვნებს, რომ ამერიკელი ექსპერტის მიერ დასმული დიაგნოზი მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადების და უცხოეთში მკურნალობის საშუალებას მისცემს.გელბახიანის თქმით, თუკი სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა ფატალური შედეგით დასრულდება, ამაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებალდ დადგება.
გელბახიანის განმარტებით ,პირად საუბარში ექს პრეზიდენტი აღნიშნავს რომ ექსპერტების დასკვნის პოზიტიურობის იმედი აქვს.