ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის იუბილისა და წიგნის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სახელწოდებით “ძველი თბილისური ბოჰემა” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა, გადმოიკიდა ხალიჩები, განთავსდა ბანერები ძველი თბილისისა და თბილისელების ფოტოებით. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია. იყო მუსიკალური ნომრები და ფრაგმენტები სხვადასხვა ფილმიდან თუ სპექტაკლიდან, ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი კახი კალაძე.