გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკანონდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. შეხვედრას აკადემიური წრეების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვინაიდან შეხვედრას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ, არ შეიძლება პროექტს სახალხო განხილვა დაერქვას. მათივე თქმით წარმოდგენილი პროექტი რეალურად ვერ პასუხობს იმ მძიმე გამოწვევებს, რაც მართლმსაჯულებაში არსებობს. მმართველი გუნდის განცხადებით კი პროცესი ერთ თვეზე მეტია სრულად გახსნილია, შესაბამისად პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამ დროის განმავლობაში მოეპოვებინათ და დაემუშავებინათ კანონპროექტი