ნობელის პრემია ქიმიის დარგში ამერიკელებს კეროლინ ბერტოზი და მარი შარპლესს და დანიელ მორტენ მელდალუს გადაეცათ. ინფორმაცია ამის შესახებ ნობელის კომიტეტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
ჯილდო მეცნიერებს „კლიკ-ქიმიის მეთოდების შემუშავებისა და ბიოორთოგონალური ქიმიისთვის“ გადაეცათ. საუბარია ორგანული სინთეზების ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ და უფრო ეფექტიანს ხდიან ახალი შენაერთების შექმნას.
6 ოქტომბერს ლიტერატურის, 7 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდებიან. 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.
ჯილდოები გამარჯვებულებს 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გადაეცემათ.