სასტუმრო „ბილტმორში“ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ადამიანების ქცევის
მიმართულებით სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს. მისივე თქმით მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ და იფიქრონ იმაზე, რომ თუ დაიცავენ წესებს და კანონმორჩილები იქნებიან საგზაო მოძრაობას უკეთესობისკენ შეცვლიან. ღონისძიების ფარგლებში ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის, აჭარის ტელევიზიის, პირველი არხის, რუსთავი 2-ის, ტელეკომპანია ბმგისა და მთავარი არხის სატელევიზიო გადაცემები დაჯილდოვდნენ.