დეოკუპირებულ ლიმანში სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. ადგილზე გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ოკუპანტების შტაბი აღმოაჩინა, რომელშიც მნიშნელოვანი დოკუმენტაციები იყო დამალული. ამოღებულია მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები და სხვა ტექნიკა. ბიურომ დანაშაულების ჩადენის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები მოიპოვა. მოღალატეებისა და კოლაბორანტების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.