ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის ,,ვივამედის” გენერალურ დირექტორს ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიმართავს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნულ მიმართვაში აცხადებს, კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებაზე მისი სიცოცხლეა დამოკიდებული.
,,მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
წერილი 6 ოქტომბრით თარიღდება.
წერილი მედიას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი ჩალაძემ მიაწოდა.