საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი - Palitra News

საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი

2022-10-07 13:33:40+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.