სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მთავარ მოთხოვნად კვლავ ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმს კობის კლინიკაში დაშვება რჩება - Palitra News

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მთავარ მოთხოვნად კვლავ ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმს კობის კლინიკაში დაშვება რჩება

2022-10-07 12:09:45+04:00

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე და დედა, გიული ალასანია მივიდნენ. ადვოკატის გაბმარტებით, ამ დროისთვის მოთხოვნად კვლავ ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმს კობის კლინიკაში დაშვება რჩება. დღეს 5 საათზე ჯანდახვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნული საკითხი იქნება განხილული.