ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსის მიერ ამერიკის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან გაჩაღებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე საუბრობს. ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ბონი ჯენკინსის განცხადება მმართველი გუნდის მიმართ ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმები შეწყვიტონ.
მესამე სექტორი კი ხაზს უსვამს დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერას. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას ეფექტიანად ვერ იყენებს. მისი აზრით, ამერიკის ელჩის კრიტიკა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.