დღეს დილით რუსეთმა უკრაინას საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან მიაყენა. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. თავდასხმა, სტრატეგიული ავიაციის ტიპის ოთხმა თვითმფრინავმა განახორციელა. ამასთან, ისინი არ აკონკრეტებენ, რომელ დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა ავიაიერიში.