მსოფლიოს მიერ, რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკადა გრძელდება. ევროკავშირმა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში ფასის ლიმიტი დაწესების საფუძველი შემოაქვს, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთანაა კავშირში, ასევე ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირება შეიზღუდება. რიგით მეერვე სანქციების პაკეტი, მოიცავს ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაში მონაწილე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და ომის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.