„ორი ნაბიჯის“ თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულს ბრალდება წარედგინა. პოლიციამ „ორი ნაბიჯის“ თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრიტანეთის მოქალაქე გუშინ დააკავა. შემთხვევა თბილისში მოხდა. სუპერმარკეტის თანამშრომლებს უცხოელი მომხმარებელი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.